ბაღდადში დღეს მესამე ტერაქტი მოხდა

ბაღდადში დღეს მომხდარი მესამე აფეთქების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერაქტი შიიტებით დასახლებულ სადრის რაიონში, ბაზრის სიახლოვეს მოხდა.
ამ დროისთვის აფეთქებაზე ქვეყანაში მოქმედ არცერთ დაჯგუფებას პასუხისმგებლობა არ აუღია. ერაყელი მედიკოსების ცნობით, მთლიანად დღეს ბაღდადში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები