ფინეთი მიგრაციულ კანონმდებლობას ამკაცრებს

ფინეთის მიგრაციული სამსახური კანონმდებლობას ამკაცრებს, რომელიც ქვეყანაში ლტოლვილებისთვის ცხოვრების უფლების მინიჭების წესს არეგულირებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ასე, მაგალითად ავღანეთი, ერაყი და სომალი უსაფრთხო ქვეყნებად არის აღიარებული, ასე რომ, იქიდან ფინეთში ჩასულ პირებს თავშესაფრის მიღების შანსი პრაქტიკულად არ ექნებათ.
ლტოლვილებს ფინეთში დარჩენის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი დაამტკიცებენ, რომ მშობლიურ ქვეყანაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამჟამად ფინეთის საიმიგრაციო სამსახურში თავშესაფრის თხოვნის 20 ათასი განცხადება ირიცხება. თუ 2014 წელს ფინეთში 3 600 ლტოლვილი ჩავიდა, 2015 წელს მათმა რიცხვმა 32 ათასი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები