ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს (ვიდეო)

ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში თურქული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების ვიდეო გაავრცელეს. ვიდეოზე Bell AH-1 Cobra-ს ტიპის ვერტმფრენია აღბეჭდილი, რომელსაც ერთ-ერთი „ბოევიკი“ გადასატანი საზენიტო დანადგარიდან ესვრის. ამის შემდეგ ვერტმფრენი მართვას კარგავს და მიწაზე ეცემა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 13 მაისს ქურთი „ბოევიკების“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს სამხედრო ვერტმფრენი განადგურდა. ამის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები