„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომიდან გამოსულმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავით ნარმანიას ანგარიშის პრეზენტაცია სამარცხვინო იყო.
„როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის და თბილისელების პრობლემაზე, დახარჯულ მილიონებზე, ყურადღება გადაეტანა წარსულის შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება, ადამიანის, რომელმაც თბილისელებს წაართვა ცენტრში 300 000 კვადრატული სარეკრეაციო ზონა. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ქალაქის საკრებულოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოხსენება მოისმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები