თბილისის მერმა ”ნაციონალური მოძრაობა” „მანკიერი პრაქტიკის“ შემოღებაში დაადანაშაულა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 2009-დან 2014 წლის აგვისტომდე, განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, 2000-ზე მეტი ნებართვა გაიცა. ამის შესახებ დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თბილისის მერმა ”ნაციონალური მოძრაობა” „მანკიერი პრაქტიკის“ შემოღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი 2007 წლიდან, ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაწესდა.
„ჩვენ ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის გაზრდა, რათა ქალაქს თავიდან ავარიდოთ თქვენ მიერ ნებადართული ქაოსური განაშენიანება, უსახური შენობები. სწორედ თქვენ შემოიღეთ 2007 წლიდან მანკიერი პრაქტიკა ინტენსიური განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, დააწესეთ მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გასაცემად, რის შედეგსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები იმკიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები