ნინო ბურჯანაძის პარტიამ ცესკო-ში რეგისტრაციისთვის მხარდამჭერთა სიები შეიტანა

“გაერთიანებულმა დემოკრატიული მოძრაობამ” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკო-ში რეგისტრაციისათვის, მხარდამჭერთა სიები შეიტანა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ შეიტანა.
“დღეიდან ჩვენ უფრო აღმატებულ ხარისხში და მასშტაბურად შევუდგებით წინასაარჩევნო კამპანიას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა, ჩვენი გზავნილები და პარტიის ხედვა მივიტანოთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქემდე და მოვიპოვოთ წარმატება მომავალ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები