საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაცია დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავს

დიდ ბრიტანეთში ვიზიტად მყოფი უწყებათაშორისი დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით, შეხვედრებს მართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, დევიდ ლიდინგტონს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რიჩარდ ლინდსისა, და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს, მაიკლ თეთემს.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
უწყებათაშორისმა დელეგაციამ ბრიტანულ მხარეს გააცნო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი, ნატო-საქართველოს „არსებით ღონისძიებათა პაკეტის” განხორციელების პროცესი და განიხილა ნატოს ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიტანულ მხარეს გააცნო რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონსუასა, და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, ბარონესა ანელეის შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები