ზვიად ძიძიგური – თამაზ მეჭიაურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მან პარტიის დატოვების და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ძიძიგურმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, უმრავლეოსობას, ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მეჭიაურის განცხადებები კი ერთგვარ პრობლემებს ქმნიდა.
„თამაზ მეჭიაურმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან უმრავლესობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრებები გაქვს და ამას საჯაროდ აფიქსირებ, ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში უმრავლესობას პრობლემებს უქმნი, დასავლელ პარტნიორებს კი კითხვის ნიშნებს უჩენ. ჩვენი ხელისუფლების შეუქცევადი პოზიცია კი ის არის, რომ დასავლური კურსი საქართველოსთვის შეუქცევადი კურსია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თამაზ მეჭიაურმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თუ რა გაგრძელება ექნება მის გადაწყვეტილებას, ამას მისი ამომრჩეველი გადაწყვეტს“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები