„პრეზიდენტისთვის არასამთავრობოების მოსაზრებები ხშირად გადამწყვეტია”

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტისგან ყოველ წუთს არის მოსალოდნელი. ჩვენ ვიცით არასამთავრობოების პოზიცია. არასამთავრობოების მოსაზრებები კი პრეზიდენტისთვის ხშირად გადამწყვეტია ხოლმე, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა იმის ალბათობა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზემოთ ხსენებულ კანონს შესაძლოა, ვეტო დაადოს.
ძიძიგური მიიჩნევს, რომ კანონის პირველადი და საბოლოო სახე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. მასზე მუშობისას გათვალისწინებული იყო როგორც არასამთავრობოების, ასევე ოპოზიციონერი ლიდერის მოსაზრებები, რის გამოც ის ვეტოს ნამდვილად არ იმსახურებს.
“საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ კი, ის, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, დაასახელოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა. ეს ცვლილება იმიტომ შევიდა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის უფლებამოსილების ჩამონათვალში ეს ფუნქცია არ შედიოდა, მაშინ, როდესაც ასეთი ჩანაწერი არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. ვფიქრობ, რომ ამ კანონისთის ვეტოს დადება, პრეზიდენტისთვის ერთგვარი უხერხულობაც იქნება. მაშინ გამოვა, რომ პრეზიდენტი მისი უფლებამოსილების შეზღუდვამ გააღიზიანა. თუმცა ვეტო ყოველ წუთს არის მოსალოდნელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით არასამთავრობოების პოზიცია.
არასამთავრობოების მოსაზრებები კი პრეზიდენტისთვის ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. ჩვენ დაველოდებით, თუ რა ტიპის შენიშვნებს გამოაგზავნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოს შემთხვევაში და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები