გიორგი კვირიკაშვილი დღეს საბერძნეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღეს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ–მინისტრ ალექსის ციპრასთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები