გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები