გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორს, მენო შნელს შეხვდა.
საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის საკითხებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და დასახეს თანამშრომლობის ახალი გეგმა. აღინიშნა, რომ საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ფონდის მისია, რომელიც ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები