ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ზაფხულში შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა დაახლოებით ივნის-ივლისში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი შეხვედრის თემა ბოლო პერიოდში კონფლიქტისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცების საკითხი, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამ თემებზე ყოველთვის საუბრობენ, თუმცა უფრო საგნობრივად და დეტალურად საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები