კახა კოჟორიძე: გია ვოლსკის განცხადება მიანიშნებს, რომ ვეტო კვლავ პოლიტიკური ომის გამოცხადებად აღიქმება

ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის კახა კოჟორიძის შეფასებით, დეპუტატ გია ვოლსკის დღევანდელი განცხადება კვლავ მიანიშნებს იმაზე, რომ ვეტოს არსი არ არის სათანადოდ გააზრებული და ვეტო კვლავ პოლიტიკური ომის გამოცხადებად აღიქმება.
”ბატონმა ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ არ იცის, იქნება თუ არა ვეტო. ცხადია, არ წაუკითხავს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და წინასწარ, წაუკითხავად ამბობს, რომ ვეტო ცუდი იქნება და რომ ის, აუცილებლად დაიძლევა. მე ვისურვებდი, პარლამენტის წევრებმა ჯერ მოისმინონ, გაიგონ, პრეზიდენტი იყენებს თუ არა ვეტოს, მერე წაიკითხონ ვეტოს დასაბუთება და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას ვეტო არ დაადოს. მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს გამოიყენებს, ის დაიძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები