“რესპუბლიკელებმა“ პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზეს

მომავალ კვირაში, საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკლების“ საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვა დაიწყება. “რესპუბლიკელებმა“ პარლამენტს საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი წარუდგინეს. ფრაქციის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განმარტებით, შეთავაზებული საარჩევნო სისტემის მიხედვით, იქნება როგორც პროპორციული საარჩევნო სია, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები, მაგრამ რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არ უნდა მოიგოს პარტიამ, ის არ გაზრდის იმ მანდატების რაოდენობას, რაც მას სიით ეკუთვნის.
“თუკი პარტია პარლამენტის 150-მანდატიდან 15 მანდატს მიიღებს, ის 15 მანდატს მიიღებს იმ შემთხვევაში, მისი სამი მაჟორიტარი მოიგებს, 10 მაჟორიტარი თუ ვერცერთი ვერ მოიგებს. სამი მაჟორიტარული მანდატის მოგების შემთხვევაში – 12 კაცი იქნება სიის პირველი 12 კანდიდატი და სამი იქნება მაჟორიტარი; ხუთი მაჟორიტარული მანდატის შემთხვევაში, 10 იქნება სიით და ხუთი იქნება მაჟორიტარი“, -განაცხადა პარლამენტარმა.
მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ დადგენილი პროპორციულობა დაცული იქნება, ხოლო პარტიებში იქნება სია, რომელშიც ცვლილებებს თავად ამომრჩეველი შეიტანს.
„თუკი პარტიას ისეთი მაგარი კანდიდატი ჰყავს, რომლის კანდიდატი ამა თუ იმ ოლქს მოიგებს, რა თქმა უნდა, მას მანდატი გარანტირებული ექნება და სიიდან ის გამოაგდებს პარტიის მიერ რანჟირებულ ადამიანს, რომელიც სიაში მასზე წინ ეწერა. ეს ასეა გერმანიაში“, – თქვა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე განცხადებით, ეს არის მოდელი, რომელიც “ქართული ოცნების“ და მასთან კოორდინირებული ჯგუფების გარდა, პარლამენტის ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები