გია ვოლსკი: არსებობს საკითხები, სადაც პოლიტიკურ შინაარსს რაციონალური გადაწყვეტილება უნდა სჭარბობდეს

საპარლამენტო ფრქაცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა არ უნდა გადაუხვიოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არსებობს საკითხები, სადაც პოლიტიკურ შინაარსს რაციონალური გადაწყვეტილება უნდა სჭარბობდეს. აღნიშნული მოსაზრება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით გამოთქვა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა არ უნდა გადაუხვიოს კონსტიტუციურ მოთხოვნებს, სადაც წერია, რომ 10 წელია ვადა, სადაც წერია, რომ მხოლოდ 9 წევრი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში. არის საკითხები, სადაც რაციონალუირი გადაწყვეტილება უფრო უნდა სჭარბობდეს რაიმე პოლიტიკურ შინაარსს. სწორედ ასეთია ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. მე მგონი, პრეზიდენტისთვის ეს გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალსიტებთან საუბრისას.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შტანილ ცვილილებებს პარლამენტმა გასულ კვირაში, 81 ხმით მხარი დაუჭირა. იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ამოქმედდეს, საჭიროა მასზე პრეზიდენტის ხელმოწერა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა ურჩია პრეზიდენტს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწეროს, თუმცა ხელმოწერა დროში გაწელოს. ნაწილი კი მომხრეა, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები