დავით ბერძენიშვილი: „კაბელების საქმის“ პოლიტიკური შემადგენელი დღეს იქცა განაჩენად

“რესპუბლიკურ პარტიას“ უკომპრომისო, უწყვეტი პოზიცია აქვს „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით პირველივე წუთიდან. როგორც კი, ეს ხუთი ადამიანი დააკავეს, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, მისმა თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, მეც და ბევრმა სხვა „რესპუბლიკელმა“ მაშინვე სოლიდარობა გამოვუცხადეთ „თავისუფალ დემოკრატებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური შემადგენელი ჩანს ამ საკითხში და „რესპუბლიკელები“ ყოველთვის უწვდინენ ხელს „თავისუფალ დემოკრატებს“.
„თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა შექმნილ ვითარებაში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და აღადგინა სამსახურში ეს ადამიანები. დღეს ჩვენთვის დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური შეკვეთებისგან გათავისუფლება. ამ ადამიანებს ჩვენ ვუცხადებდით სოლიდარობას და ახლაც ვუცხადებთ. ეს არის ამ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა. ჩვენ არ მოვრიდებივართ არავის, არც ყოფილ პრემიერს, როცა ყოველთვის ძალიან ღიად და პირდაპირ ვამბობდით, რომ აქ არის პოლიტიკური შემადგენელი. დღეს ეს პოლიტიკური შემადგენელი იქცა განაჩენად. იმედი მაქვს, რომ ეს განაჩენი არ იქნება საბოლოო განაჩენი“,- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები