დავით ბერძენიშვილი: ამ კანონს ძალიან ბევრი პროცედურული ბარიერი ექნება გადასალახავი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარ დავით ბერძენიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი ძალიან კვალიფიციურია, მას ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები და თვითონ გადაწყვეტს, ვეტო დაადოს, თუ რაიმე სხვა ფორმით შეაფერხოს ამ კანონის ამოქმედება.
აღნიშნულის შესახებ დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების შესაძლებლობას ეხება.
„მე არ ვარ მაინცდამაინც განწყობილი იმისთვის, რომ ასე მარტივად ამოქმედდება ეს კანონი. ამ კანონს ძალიან ბევრი პროცედურული ბარიერი ექნება გადასალახავი. პრეზიდენტის ხელშიც ძალიან ბევრი რამ არის, შემდეგ -დეპუტატების ხელშიც“, – განცახადა დავით ბერძენიშვილმა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს პარლამენტმა გასულ კვირაში, 81 ხმით მხარი დაუჭირა. იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ამოქმედდეს, საჭიროა მასზე პრეზიდენტის ხელმოწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე კონსულტაციები გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა ურჩია პრეზიდენტს, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწეროს, თუმცა ხელმოწერა დროში გაწელოს. ნაწილი კი მომხრეა, რომ პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები