ირინა იმერლიშვილი: ე.წ. კაბელების საქმეს პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს

„ე.წ. კაბელების საქმეს საქართველოს პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა.
”ვინაიდან ისმის ძალიან ბევრი კითხვა, არის თუ არა პოლიტიკური ეს საკითხი, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ამ საქმეს. ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების უფლება. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალ-ყურს, რადგან კითხვის ნიშნები დგას”, – განაცხადა იმერლიშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები