ირინა იმერლიშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს პრეზიდენტი ხელს კონსულტაციების გამართვის შემდეგ მოაწერს

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის საბოლოო ვერსია ხელმოსაწერად პრეზიდენტთან ჯერ არ შესულა“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კანონს პრეზიდენტი ხელს კონსულტაციების გამართვის შემდეგ მოაწერს.
„უკვე მიღებული კანონის საბოლოო ვერსია საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოსაწერად არ შემოსულა. მას შემდეგ, რაც შემოვა ეს კანონი, კიდევ ერთხელ გაიმართება კონსულტაციები და ამის შემდეგ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს“,-აღნიშნა იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონი პარლამენტმა, ცხარე დებატებისა და დაპირისპირების შემდეგ, მესამე მოსმენით შაბათს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები