მამუკა არეშიძე: როგორც ბურჭულაძის, ასევე ვაშაძის ახალ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს

კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პასუხი გაეცა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრის მიერ ნატოს მისამართით გაკეთებული განცხადებებით გაჩენილ შეკითხვებს, მმართველი ძალის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გასაგებად თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა, ვინც დასავლური კურსის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მათი ადგილი ჩვენთან არ არისო. ხომ დაინახეთ, ყრილობაზე არც თამაზ მეჭიაური ჩანდა სადმე, არც ზოგიერთი სხვა“,- აღნიშნავს ექსპერტი.
მამუკა არეშიძე მოსალოდნელი პოლიტიკური პროცესების პროგნოზირებას ნაადრევად მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს „მზის ქვეშ ადგილის მოპოვებას“.
„როგორც ვხედავთ, ასპარზზე გამოდიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომელთაც ლიდერებიც ჰყავთ და რსეურსებიც აქვთ“, -აღნიშნავს არეშიძე.
მისივე თქმით, რეგიონული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გააქტიურება.
„მგონია, რომ როგორც ბურჭულაძის, ასევე ვაშაძის ახალ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამბობენ, თითქოს პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია, ხოლო გიორგი ვაშაძის უკან ვანო ჩახრტიშვილი დგას. ამის მტკიცება დოკუმენტების გარეშე ძნელია, თუმცა, უახლოეს მომ ვალში ბევრი რამ გამოჩნდება“, -აღნიშნავს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები