ნუკრი ქანთარია პაატა ბურჭულაძეზე: ეს წმინდა ნაციონალური რეჟიმის პროექტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას გამოეხმაურა და მის პირველ გამოსვლას ყალბი უწოდა.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, პაატა ბურჭულაძე ნამდვილად იმსახურებს სიმპათიას, როგორც საამაყო მომღერალი, მაგრამ ადამიანი, რომელიც ახლა იბრალებს ან აბრალებენ, რომ ის არის თურმე მოსული მხსნელად და ბედნიერებისკენ უნდა წაიყვანოს საქართველო, ძალიან თეატრალურია. მისივე მტკიცებით, ეს არის მართული პროცესი და პირდაპირ დაკავშირებულია ოდესასთან.
„ნაციონალური მოძრაობაც“ არ გამორიცხავს, რომ ეს ორი ჯგუფი შეერთდეს. ეს წმინდა ნაციონალური რეჟიმის პროექტია, ძალიან შეფარული. მე თანავუგრძნობ ბატონ პაატას იმიტომ, რომ მისი დაგროვილი პროფესიული სიკეთე და სიყვარული ძალიან უცბად გაქარწყლდება. ის დრო დამთავრდა, რომ პროფესიულად წარმატებულ ადამიანს თავისი მოპოვებული ავტორიტეტი გადაჰქონდა პოლიტიკაში”, – განაცხადა ქანთარიამ.
როგორც ქანთარია ამბობს, პაატა ბურჭულაძეც მალე მიხვდება, რამდენად დიდი ტვირთი აიკიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები