კახა კალაძე: ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას

ვიცე პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. განცხადება მინისტრმა ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს ამ პროექტის განხორციელებას.
”ის აუცილებლად განხორციელდება და ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა კალაძემ.
ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროში საჯარო განხილვა იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები