გია ვოლსკი: არსებობს გასაჩივრების საშუალება და უნდა გამოიყენონ, თუკი არის საფუძველი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, არასწორია, როდესაც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.
როგორც გია ვოლსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თემაზე კომენტირებისას განაცხადა, მოდაშია თემა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ.
„დამერწმუნეთ, ნებისმიერი ადამიანისთვის ასეთი მაღალი სასჯელი საკმაოდ დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ემოციები უფრო მეტია, ვიდრე განსჯა საქმესთან დაკავშირებით. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. არსებობს სასამართლო სისტემა, გასაჩივრება შესაძლებელია და ამ საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვაც.
არის თემები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მათ შორის არის ე.წ. კაბელების საკითხიც. ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანები, მით უმეტეს, ოჯახის მამები ციხეში შეიძლება აღმოჩნდნენ, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც სასამართლოს ეხება. აქედან გამომდინარე, მე დიდი რესურსი არ მაქვს, ამას შეფასება მივცე, როგორც ამას გააკეთებს ადვოკატი, პროკურორი. არსებობს გასაჩივრების საშუალება და უნდა გამოიყენონ, თუკი არის საფუძველი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები