საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა.
გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 20 წლის წინ, ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ორივე ქვეყნის განვითარებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები