გიორგი კვირიკაშვილი: 20 წლის წინ ალიევმა და შევარდნაძემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს

დღეს ჩვენ ვზეიმობთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საფუძვლის ჩაყრის 20 წლისთავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„20 წლის წინ მიღებულ იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან. კომპანია bp-ისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილებოთ შედგა პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს ჩაუყარა საფუძველი, რაც უმნიშვნელოვანესი იყო უსაფრთხოების, განვითარების კუთხით. დღეს მნიშვნელოვანი იუბილეა და მოხარულნი ვართ, რომ სტუმრად გვყავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისში აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში იმყოფებოდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ რასიზადე, აზერბაიჯანის მთავრობის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები