გორის მაჟორიტარ დეპუტატად, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კენჭი შესაძლოა, ვალერი კვარაცხელიამაც იყაროს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოსო ვახტანგაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ გორის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ექსპერტი ვალერი კვარაცხელიაც იყრი. მისი განცხადებით, კენჭს ის, სავარაუდოდ, „კომუნისტური პარტიიდან” იყრის, თუმცა, დაზუსტებულ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით არ ფლობს.
” როგორც იცით, გორის საარჩევნო ოლქო ორ ნაწილად გაიყო. ეს არის უშუალოდ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი და გორის რაიონის, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. ერთის ნაცვლად, ორი მანდატი იქნება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იქნება ოქრუაშვილი. ბუნებრივია, „ქართული ოცნებაც“ დააყენებს მის კანდიდატს, მაგრამ ვინ იქნება მათი კანდიდატი ქალაქ გორში, ამ ეტაპზე გამოკვეთილი არ არის. დიდი აქტიურობაა სხვადასხვა პარტიის მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ გორში წარმოადგენენ თავიანთ კანდიდატურებს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი პარტია ამ ქალაქში სერიოზულად იმუშავებს, რადგან მნიშვნელოვანი ქალაქია საქართველსთვის. ეს არის სტრატეგიული ქალაქი და ყველა პარტიას აქვს სურვილი, დააყენოს მისი კანდიდატურა და მიაღწიოს შედეგს. რაც შეეხება გორის რაიონს, გამოკვეთილი კანდიდატურა არ არის, მათ შორის, არც მმართველი პარტიის მხრიდან. ერთადერთი, მითხრეს, რომ “კომუნისტური პარტიიდან” ვალერი კვარაცხელია აპირებს კენჭისყრას. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ “,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები