რეზო ამაშუკელი: ბურჭულაძე არის არა მსოფლიო ბანი, არამედ სააკაშვილის დამბანი

„ბურჭულაძე არის არა მსოფლიო ბანი, არამედ სააკაშვილის დამბანი“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს პოეტ რეზო ამაშუკელთან ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.
როგორც ინტერვიუში რეზო ამაშუკელი აცხადებს, იგი მსოფლიო ბანს – პაატა ბურჭულაძეს, როგორც ნიჭიერ მომღერალს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. თუმცა, ამავდროულად, იგი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა მის ქველმოქმედებას. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებდა, მეორე ხელით კი სააკაშვილთან ერთად ფულს ათეთრებდა.
„როცა პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“ -ის ბორდელს მამაშასავით გადაეფარა, ჩემთვის ყველაფერი მაშინვე ცხადი გახდა. არავითარი მსოფლიო ნიჭის გაბრწყინება არ მაინტერესებს! თუ ნიჭიერია, პირველ რიგში, თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს!. ბურჭულაძეს, როგორც მომღერალს, ყოველთვის პატივს ვცემდი, მაგრამ მის ქველმოქმედებას ეჭვის თვალით ვუყურებდი, რადგან ძალიან ცუდი ხმები მომდიოდა. ბურჭულაძე ერთი ხელით კარგ საქმეს აკეთებდა, მეორე ხელით კი გიჟ სააკაშვილთან ერთად ფულს ათეთრებდა. ვინ აღრიცხავდა, ან აღირიცხებოდა თუ არა საერთოდ ფონდ „იავნანაში“ შეგროვილი ამ თანხების მოძრაობა? ეს ძალიან სერიოზული თემაა, რომლითაც აქამდე არავინ დაინტერსებულა და კარგი იქნება, შესაბამისი სამსახურები ახლა მაინც თუ დაინტერესდებიან! პირდაპირ ვაცხადებ, ბურჭულაძე გაცილებით უარესია, ვიდრე „გალსტუკიანი ხვლიკი“ გიორგი თარგამაძე იყო“, – აცხადებს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
პოეტის მოსაზრებით, პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები