მერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალი წევრი, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წარადგინა. მერაბ მეტრეველი პარტიაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იმუშავებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, პოლიტიკა არ არის მხოლოდ ბინძური ადამიანების საქმე.
„ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების აზროვნების შეცვლას იმის შესახებ, რომ პოლიტიკა არის მხოლოდ ბინძური ხალხის საქმე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მერაბ მეტრეველის განცხადებით, მას პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ადრეც გასჩენია, მაგრამ არ იყო არცერთი ისეთი ძალა, რომელსაც ის შეუერთდებოდა, ვიდრე არ გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა.
„როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილება უფრო გამარტივდა“, – განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მისივე თქმით, საქართველოში პროდასავლურ ფლანგზე არის მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები, ისეთი, მაგალითად, როგორიც არის „გირჩი“ და „ქართული ოცნება“ და ის პარტიები, რომლებიც შემდგომ მას გამოეყოფიან. მერაბ მეტრეველის განცხადებით, თუ საზოგადოებას ამ ორი პარტიისთვის მხარდაჭერა უკვე აღარ უნდა, მათ მხარი პაატა ბურჭულაძის მოძრაობას უნდა დაუჭირონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები