სოსო ვახტანგაშვილი – „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მიწვეულნი არ ვყოფილვართ და ეს ლოგიკურია

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე მიწვეულნი არ ვყოფილვართ და ეს ლოგიკურია, აღნიშნული განცხადება „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგაშვილმა დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა. მისივე განცხადებით, ყრილობა შიდა პარტიული საქმიანობისთვის განსაზღვრული დროა, რის გამოც, როგორც წესი, „ეროვნული ფორუმი“ არც სხვა პარტიების ყრილობას ესწრება და არც მათ ჰპატიჟებს მსგავს ღონისძიებებზე.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე მიწვეული არ ვყოფილვართ და ეს ლოგიკურია. თქვენ იცით, რომ „ეროვნული ფორუმი“ არც საკუთარ ყრილობაზე ეპატიჟება პოლიტიკურ პარტნიორებს და არც თვითონ დადის სხვა პარტიების ყრილობებზე, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ყრილბა არის შიდა პარტიული საქმიანობისათვის განსაზღვრული დრო და სწორდ ამ საქმიანობისთვის უნდა იყოს დათმობილი ძირითადი ყურადღება”,- განაცხადა ვახტანგაშვილმა.
შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ ყრილობას არ ესწრებოდა არც საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე და არც თავდაცვის მინისტრი. მან განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის, მართლაც, გასაკვირი იყო, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ მიზეზებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები უკეთ განმარტავდნენ.
„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როდესაც ამ ყრილობას არ ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც პრემიერმა განმარტა, მას ბათუმში გადაუდებელი საქმე ჰქონდა. ყრილობას „რესპუბლიკური პარტიის“ ორი მინისტრი ესწრებოდა. არ იყო თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე. ეს ალბათ თავად უკეთ იციან, თუ რა იყო მიზეზი და საზოგადოების ინტერესიც ასე უკეთ დაკმაყოფილდება“,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები