მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სასამართლოს ტოვებს

“რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე სასამართლოს ტოვებს“,-ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ის, სავარაუდოდ, პენსიაზე გადის.
გამოცემის ინფორმაციით, მოსამართლე ურთმელიძეს უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი აქვს და მის საქმეებს სხვა მოსამართლეები იბარებენ.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „პრაიმტაიმმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სცადა, საიდანაც იუსტიციის საბჭოში გადაამისამართეს. იქ კი ურთმელიძის მიერ სასამართლოს დატოვების ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს. გამოცემას აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა დაუდასტურა.
„ჩემი ინფორმაციით, მას კონკურსებშიც არ მიუღია მონაწილეობა და თუ არ ვცდები, ზუსტად იმ პერიოდში, კერძოდ, მაისში უწყდებოდა უფლებამოსილება“,- განაცხადა ახვლედიანმა გამოცემასთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები