დავით ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები გააცნო

 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კილიურანდმა ლენარტ მარის კონფერენციის ფარგლებში საქმიან ლანჩს უმასპინძლა, რომელსაც ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლინას ლინკევიჩუსი და ედგარს რინკევიჩი,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰარლემ დეზირი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქმიანი ლანჩის ფორმატში დავით ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო.
საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისადმი მზადყოფნა და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კილიურანდთან. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ლენარტ მარია კონფერენციის ფარგლებში განხილვებზე თემაზე “აღმოსავლეთის უნდობლობა და სამხრეთის მღელვარება – ევროპული სამეზობლოს დაბალანსება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები