„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სიებზე იწყებს მსჯელობას. უკვე ცნობილია, რომ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება. პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში ამ წუთებში იმართება.
“სიის პრეზენტაცია, მათ შორის ახალი სახეების, ამ დღეებში აუცილებლად გვექნება. ისინი თქვენს წინაშე თავად წარსდგებიან და პირადად მოგახსენებენ საკუთარი შესაძლებლობების კომპეტენციას და წარსულის თაობაზე. მათ შორის იქნებიან ცნობილი სახეები. სიის სათავეში იქნება დავით ბაქრაძე,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს პოლიტსაბჭოზე მოხდება საბოლოო სიის ფორმირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები