თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ქართველ და აზერბაიჯანელ მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ჰეიდარ ალიევის კონგრესცენტრში გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებს შორის გაცვლითი პროგრამების თაობაზე. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც იმსჯელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) გამოყენება შესთავაზა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოში 24-25 მაისს დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე (GDSC) და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძებაზე მოიწვია. დღესვე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თურქ კოლეგას შეხვდება და სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები