დავით საგანელიძე: მომდევნო ოთხი წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული და ჭეშმარიტად ქართველი კაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა და “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პარტიისთვის და ოთხი წელი არის ძალიან პატარა დრო, რომ პარტიამ თავისი საქმიანობა ხალხს დაანახოს, მეორე მხრივ, ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ განვლილი ეტაპი შევაფასოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით.
დავით საგანელიძის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი სახეები შევიდნენ, რაც იძლევა იმედს, რომ ახალი ტალღა ბევრ სიკეთეს მოუტანს პარტიას.
”ასევე ძალიან კარგია, რომ ძველი სახეები, დამფუძნებლები დარჩნენ პარტიაში, რადგან ეს შერწყმა ყველაზე წარმატებული უნდა იყოს პარტიისთვის. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში პარტია გაიმარჯვებს და მომდევნო ოთხი წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება”, – აღნიშნა ”საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა.
„ქართული ოცნების“ მეოთხე ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნა არჩეული, 14 მაისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები