ზაქარია ქუცნაშვილი: საზოგადოებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება

„დღეს პარტიას უკვე ჰყავს ლეგიტიმური თანამდებობის პირი და, აქედან გამომდინარე, საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი დაიწყება“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა უახლოეს პერიოდში ცნობილი იქნება.
”დღეს უკვე გვყავს ლეგიტიმური თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება, დაიწყოს ამ თემაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, სტარტი მიეცა საარჩევნო სიის ფორმირების პროცესს და ამ თვის ბოლომდე, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
თავის მხრივ, უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საარჩევნო სიის ფორმირებას, ახალი პოლიტიკური საბჭოს მიერ იქნება განხილული.
”უახლოეს მომავალაში ახალი პოლიტიკური საბჭო შეიკრიბება, რომელიც დღეს აირჩა. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საარჩევნო სიის ფორმირებას, იქნება განხილული პოლიტსაბჭოს ფორმატში”, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ. რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას, ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები