“განათლებით იურისტი ვარ და იურისპრუდენცია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა”

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის, სოფიო კილაძის განცხადებით, სადაც მისი რესურსი ყველაზე ეფექტიანად იქნება გამოყენებული, იმ მიმართულებით იმუშავებს.
აღნიშნული განცხადება სოფიო კილაძემ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ქართული ოცნების“ ახალი სახის თქმით, განათლებით იურისტია და, შესაბამისად, იურისპრუდენცია მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„ბუნებრივია, მაქვს ჩემი პრიორიტეტები. პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შეუვალი კურსი, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს. ვთვლი, რომ წინსვლისთვის, განვითარებისთვის ეს უპირობოა. ასევე, არსებობს სხვადასხვა მიმართულება, თუმცა როგორც პარტია ჩათვლის საჭიროდ, ისე ვიმოქმედებ“,- დასძინა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები