ეკა ბესელია: საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერება სჭირდება

საარჩევნო კამპანიის დაწყებისას „ქართული ოცნების“ ახალი მესიჯები საზოგადოებისათვის ანგარიშის ჩაბარება და ახალი პროექტები იქნება. აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „კვირას“ განუცხადა.
„ახალი პროექტები, ახალი ინიციატივები, ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისთვის, რა გაკეთდა, რას ვაპირებთ, მეტი დიალოგი მოსახლეობასთან, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზები – ეს ძირითადი საკითხებია, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვდგებით“, – განუცხადა ეკა ბესელიამ „კვირას“ „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის დასრულების შემდეგ.
მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს ამ წლების განმავლობაში, უკვე აქვს გამოცდილება და იცის, რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს. „ვფიქრობ, ჩვენი ურთერთობა მოსახლეობასთან იქნება ძალიან გულწრფელი, იქნება ახალი შეთავაზებები, ძირითადად, ეს არის მაინც სოციალური პროექტების მხარდაჭერა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პროგრესი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გვაქვს. ახლა საზოგადოებას ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერება სჭირდება“, – განაცხადა პარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები