„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ირინა ფრუიძე – “მე უკვე ამ გუნდის ნაწილი ვარ“

“მე უკვე ამ გუნდის ნაწილი ვარ“ – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, ირინა ფრუიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირინა ფრუიძემ აღნიშნა, იგი ავტომატურად თავის თავზე იღებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პარტიას ჰქონდა წარსულში და ექნება მომავალში.
მისივე განმარტებით, პარტიაში რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის, ახალგაზრდული პოლიტიკის, გენდერული თანასწორობისა და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით იმუშავებს.
”ეს არის გუნდი, რომელიც აშენებს ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს. ამ გუნდთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. ეს იყო ჩემთვის ”ქართულ ოცნებაში” გაწევრიანების მთავარი მოტივაცია. იმედია, რომ გამოცდილება, რომელიც მე მაქვს, დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარებაში”, – განაცხადა ფრუიძემ, რომელმაც ამ ეტაპზე არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში.
ირინა ფრუიძე პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრია.
ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრია. ფრუიძე ინტელექტუალური კლუბის – ,,რა? სად? როდის?“ წევრიც იყო, სადაც ხუთგზის ”ბროლის ბუს” მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები