თბილისიდან ჩასულმა სტუმარმა სამი დოესელი დაჭრა

   შს სამინისტრომ კასპის რაიონის სოფელ დოესში მომხდარი დანაშაული გახსნა. სამართალდამცველებმა სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ორი დღის წინ დაიწყო. გუშინ საღამოს კი, კასპის რაიონის სოფელ დოესში თბილისიდან ჩასულმა სტუმარმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი ადგილობრივი მოსახლე დაჭრა. შემთხვევის შედეგად, ორმა მათგანმა გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიიღო, ხოლო ერთ-ერთს ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნებოდა. სამივე მათგანი გორში, ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 19-108 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები