დავით ნარმანია: დღევანდელი დღე ეს არის გამარჯვების და წინსვლის მე-4 ეტაპი

”დღევანდელი დღე ეს არის გამარჯვების და წინსვლის მე-4 ეტაპი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი დღე არის გამარჯვებისა და წინსვლის მეოთხე ეტაპი.
”დღევანდელი დღე ეს არის გამარჯვების და წინსვლის მე-4 ეტაპი, როცა განახლდა შემადგენლობა პოლიტსაბჭოში, როცა კიდევ უფრო მეტი ამოცანების დასმა ხდება, რომ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს წინსვლისთვის და განვითარებისთვის, იმ უმთავრესი ამოცანების, რაც 2012 წლიდან აიღო ჩვენმა გუნდმა, ამ შემადგენლობით თუ იმ შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ივლის სწორი ორიენტირით, საითკენაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მიისწრაფვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები