რატომ არ ესწრებოდა დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ ყრილობას

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ყრილობაზე დასწრება იმიტომ ვერ შეძლო, რომ ბათუმში გაემგზავრა, სადაც, სავარაუდოდ, გადაუდებელი საქმე ჰქონდა, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”რა ინფორმაციაც გამაჩნია, ვიცი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში გაემგზავრა. სამწუხაროა, რომ იგი ყრილობას ვერ დაესწრო, თუმცა იყო მოწვეული, როგორც ჩვენი სხვა პარტნიორი პარტიის ლიდერები”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, დავით უსუფაშვილი მიწვეული იყო ყრილობაზე, როგორც ”ქართული ოცნების” პარტნიორი პარტიის ლიდერი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”ქართული ოცნების” ყრილობას არ დასწრებია. პარტიის ყრილობაზე მხოლოდ ”რესპუბლიკელი” მინისტრები – პაატა ზაქარეიშვილი და გიგლა აგულაშვილი იმყოფებოდნენ. ”ქართული ოცნების” ყრილობა დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი და პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები