გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს

ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს იმისთვის, რომ თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ იმ ქვეყნად,  სადაც მოქალქეეებისთვის ცხოვრება იქნება სასიამოვნო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა, მართლაც, ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს იმისთვის, რომ თანაგუნდელებთან ერთად ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ იმ ქვეყნად,  სადაც მოქალაქეეებისთვის ცხოვრება იქნება, მართლაცდა, სასიამოვნო. შეიქმნება პირობები, რომ ჩვენი თანამოქალაქებიი დაბრუნდნენ, შექმნან უკეთესი ეკონომიკური განვითარების პირობები, უკეთესი ბიზნესის კეთებისთვის. მეტი სამუშაო ადგილი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენ ამისთვის გაგვაჩნია ყველაფერი – პოლიტიკური ნება, კომპეტენცია, გამოცდილება. ჩვენი თანამოქალაქეების თანადგომით, ჩვენ მივაღწევთ ისეთ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები