მაკედონიამ საბერძნეთში 11 ათასი მიგრანტი დააბრუნა

მაკედონიამ საბერძნეთში 11 ათასზე მეტი მიგრანტი დააბრუნა მას შემდეგ, რაც მაკედონიის ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში მიგრანტებისთვის საზღვარი დახურა.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება, მეკადონია-საბერძნეთის საზღვარზე ამჟამად 8 ხორვატი, 9 სლოვენიელი, 25 სლოვაკი, 21 ავსტრიელი და 30 პოლონელი სამხედრო პატრულირებს. ისინი ევროკავშირის ძალების შემადგენლობაში შედიან. ეს ძალები ლტოლვილების კრიზისის გამო საზღვარს გაძლიერებულ რეჟიმში აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები