ბიძინა ივანიშვილი: ერთ კვირაში გამოვაქვეყნებ წერილს და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ

დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.
”დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პარტიის პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, ის ახალ სახეებს არ იცნობს და ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული.
ივანიშვილის თქმით, მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები