პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ჰყავს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სპორტის სასახლეში გამართულ პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი დაასახელა. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან – დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
დავით ბაქრაძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; დავით კოღუაშვილი – აშშ–ის სამართლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი; ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი; ამერიკის სახელმწიფო ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში; ამერიკის კონგრესის სპეციალური ჯილდოს მფლობელი დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელი; მამუკა მდინარაძე – იურისტი, სამართლის დოქტორი. ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე; ირინე ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი; რომან კაკულია – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამჟამად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი; სოფიო კილაძე – საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეციალისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი; აკაკი ზოიძე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი; ზვიად გონაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მაგისტრი; გარდა ამისა, პოლიტსაბჭოში დარჩნენ ძველი წევრებიც, პარტიის გენერალური მდივანი – კახა კალაძე, დეპუტატები გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, საპარტნიპორი ფონდის ხელმძღავნელი დავით საგანელიძე, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები