კიევში პოლიციის ქვეგანყოფილებას ხელყუმბარა ესროლეს (ფოტოკოლაჟი)
კიევში, პოლიციის განყოფილებას ხელყუმბარა ესროლეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. განყოფილების შენობაში მინები ჩაიმსხვრა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. პოლიცია ასევე, უსაფრთხოების კამერების ჩანაწერს სწავლობს.