„ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება“

ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
”მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცედენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია.
ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროების მიუხედავად, ”ქართული ოცნება” ახალშექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და, როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით გააგრძელა ქვეყნის მართვა.
მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ საბჭოს, პარტიის თითოეულ წევრს, მხარდამჭერს, ყველას, ვინც ურთულეს პერიოდში ემსახურა ქვეყანას და წვლილი შეიტანა საქართველოს აღმშენებლობის საქმეში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები