ანგელა მერკელის ოფისთან ღორის მოჭრილი თავი აღმოაჩინეს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისთან პოლიციელებმა ღორის მოჭრილი თავი იპოვეს. ინციდენტი ქალაქ შტრალზუნდთან,  ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
ადგილობრივი გამოცემა Focus-ის ინფორმაციით, ღორის მოჭრილ თავზე იყო შეურაცხმყოფელი წარწერა, რომლის ადრესატი ანგელა მერკელია. პოლიცია არ აკონკრეტებს, თუ რა წარწერა იყო დატანილი ღორის მოჭრილ თავზე.
გამოცემა იუწყება, რომ მერკელმა 1990 წელს სწორედ ამ საარჩევნო ოლქში მოიგო არჩევნები და ბუნდესტაგის წევრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები