ერევანში დემონსტრანტები საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ

ერევანში ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარქსიანის საზაფხულო ადმინისტრაციასთან შეკრებილი დემონსტრანტები საგარეო საქმეთა მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ცდილობდნენ შეჭრას, თუმცა სპეცრაზმმა მათი დაკავება მოახერხა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა ცოტა ხსნის წინ გავრცელებული ცნობით, ის კიდევ უფრო მწვავე ფაზაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა დემონსტრანტები თავდაცვის მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ ოფიციალურმა ერევანმა მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელების შეყვანაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები